Accentnews.ge
რატომ შეფერხდა ვაქცინაციის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში

რატომ შეფერხდა ვაქცინაციის პროცესი რესპუბლიკურ საავადმყოფოში

21/06/2021 10:30:46 საზოგადოება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში AstraZeneca-ს ვაქცინაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს პროლემები შეექმნათ. კერძოდ, როგორც კლინიკაში ვაქინის მეორე დოზის მისაღებად მისული მოქალაქეები აცხადებენ, „რესპუბლიკურის“ მენეჯმენტში მათ განუცხადეს, რომ ვაქცინის კლინიკისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით შეფერხებაა.

აღნიშნულის გამო ადგილზე ხალხმრავლობა და დაძაბულობა იყო.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პრობლემა ლოჯისტიკურმა შეფერხებამ გამოიწვია, ხარვეზი აღმოფხვრილია და მოქალაქეების ვაქცინაცია შეუფერხებლად გრძელდება.

თემის კომენტირებისას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემაც განაცხადა, რომ კლინიკაში მოქალაქეებს ვაქცინის გარკვეული დოზების დეფიციტი დახვდათ, რის გამოც მან ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ საჭირო დოზები უკვე მობილიზებულია:

“ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მივიდა დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და დახვდა დეფიციტი. იყო იქ გარკვეული დოზები, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ჩაწერილი იყო.

იყო ვაქცინის მოწოდების პრობლემა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღეს მოვახდინეთ მობილიზაცია იმ ნაშთების, რაც არის ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად ყველა, ის ადამიანი დაკმაყოფილდება დღეს” – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S