"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არ გამორიცხავს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობას, თუმცა კიევმა წევრობისთვის კრიტერიუმები უნდა დააკამყოფილოს"
15/06/2021 07:00:30 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არ გამორიცხავს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების შესაძლებლობას, თუმცა კიევმა ალიანსის წევრობისთვის კრიტერიუმები უნდა დააკამყოფილოს". ამის შესახებ მან ნატო-ს სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
„წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება დამოკიდებულია, აკმაყოფილებენ თუ არა ისინი კრიტერიუმებს. ფაქტი ისაა, რომ მათ ჯერ უნდა ალაგმონ კორუფცია და დააკმაყოფილონ სხვა კრიტერიუმები MAP–ს მისაღებად“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება დამოკიდებულია არა მასზე, არამედ ალიანსის წევრების გადაწყვეტილებაზე.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ გამოხატა აშშ–ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და განაცხადა, რომ ვაშინგტონი გააკეთებს ყველაფერს, რათა უკრაინამ შეძლოს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ აგრესიას.
მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სურს, მიიღოს ღია გზავნილი – „კი“ ან „არა“ პრეზიდენტ ჯო ბაიდენისგან იმაზე, მიიღებს თუ არა კიევი MAP–ს.


