ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ აღარ იქნება
13/06/2021 21:14:21 მსოფლიო
ისრაელის პარლამენტმა ახალი კოალიციური მთავრობა დაამტკიცა, ქვეყნის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ აღარ იქნება. ნეთანიაჰუ ამ პოსტს 12 წელი იკავებდა.
ქვეყნის პრემიერმინისტრი ნაფტალი ბენეტი გახდა. კოალიციურ მთავრობას მხარი 60-მა დეპუტატმა დაუჭირა, 59 წინააღმდეგი იყო, 1-მა კი თავი შეიკავა.
ისრაელის ოპოზიციურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმებას 3 ივნისს მიაღწიეს.
იხილეთ ასევე: ცვლილებების მოლოდინი ისრაელის მთავრობაში და საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივები


