რა საკითხები განიხილეს საქართველოს პატრიარქმა და უკრაინის პრემიერმა
03/06/2021 09:42:04 საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი დელეგაციასთან ერთად ესტუმრა.
„შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ.
კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრები დალოცა და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციაში.
განცხადებაში არაა ნათქვამი, ისაუბრეს თუ არა უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ხელი 2019 წლის 5 იანვარს მოაწერა. საქართველოს საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია ჯერაც არ უღიარებია.
იხილეთ ასევე: მსოფლიო პატრიარქი: „ზეწოლა და შანტაჟია, რომ რუსეთი აფხაზეთის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებს“


