Accentnews.ge
ფაუჩი არ არის დარწმუნებული, რომ Covid-19 ბუნებრივად წარმოიქმნა

ფაუჩი არ არის დარწმუნებული, რომ Covid-19 ბუნებრივად წარმოიქმნა

24/05/2021 18:42:24 მსოფლიო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი არ არის დარწმუნებული, რომ Covid-19 ბუნებრივად წარმოიქმნა.

მისი თქმით, ვირუსის წარმოშობის თაობაზე გამოძიება უნდა გაგრძელდეს.

"Covid-19–ის ბუნებრივ წარმოქმნაში დარწმუნებული არ ვარ. ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იმის გამოძიება, თუ რა მოხდა ჩინეთში. გამოძიება უნდა გავაგრძელოთ იქამდე, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში არ დავადგენთ, თუ რა მოხდა. ადამიანები, რომლებიც ამას იკვლევდნენ, აცხადებდნენ, რომ Covid-19 სავარაუდოდ, ცხოველთა რეზერვუარიდან წარმოიშვა, რის შემდეგაც ადამიანები დაინფიცირდნენ. თუმცა ეს შეიძლება, ყოფილიყო რაღაც სხვა და ჩვენ ამის გარკვევა გვჭირდება. მე სრულებით ვეთანხმები ნებისმიერ გამოძიებას, რომელიც ვირუსის წარმომავლობას შეისწავლის“, - განაცხადა ფაუჩიმ.

იხილეთ ასევე: ჩინეთი უარყოფს ინფორმაციას უჰან​ში კოვიდ–ინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენამდე ქალაქის ლაბორატორიის თანამშრომელთა ავადობის თაობაზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S