Accentnews.ge
„არაადეკვატური შეფასებაა“ – გოლეთიანი ღარიბაშვილს პასუხობს

„არაადეკვატური შეფასებაა“ – გოლეთიანი ღარიბაშვილს პასუხობს

24/05/2021 08:02:27 საზოგადოება

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გორლეთიანი მიიჩნევს, რომ პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შექმნილ ვითარებას არაადეკვატურად აფასებს.

"საკითხების ასე განხილვა, რომ ჩვენ ვართ ვაი პატრიოტები და ჩვენ არ გვინდა ქვეყნის განვითარება, ან გვინდა 90-იანებში დაბრუნება, არაადეკვატური შეფასებაა და ამაზე ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება", - ამბობს გოლეთიანი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს "გონიერებისკენ" მოუწოდებს და აცხადებს, რომ სახელმწიფოს კანონის მიღმა გადასვლაზე რეაგირება ექნება.

მისი თქმით, ულტიმატუმის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია.

"ულტიმატუმით საუბარი არის ბნელი 90-იანი წლების გადმონაშთი", - ამბობს ღარიბაშვილი.

23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე კარვები გაშალეს.

დემონსტრანტები მოითხოვენ: შეჩერდეს ნამახვანჰესის მშენებლობა, კომპანია ENKA-მ დატოვოს რიონის ხეობა;გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა;დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ჩართულია ამ პროექტში - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავას მიმართ, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S