Accentnews.ge
"აქ უნდა დავრჩეთ ყველა, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები"

"აქ უნდა დავრჩეთ ყველა, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები"

23/05/2021 12:30:39 საზოგადოება

"რიონის ხეობის მცველების" არ დაიშლებიან იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, - ამის შესახებ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

"იმისთვის, რომ ჩვენი მოთხოვნების შესრულება უზრუნველვყოთ ჩვენ თვითონვე, აქ უნდა დავრჩეთ ყველა მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები და მანამ, სანამ ხელისუფლება ადეკვატური არ გახდება სახალხო პროტესტის მიმართ. სანამ, არ ჩაგვთვლის ერთადერთ და უალტერნატივო ძალად. ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ ჩვენი სიმრავლით", – განაცხადა გოლეთიანმა.

მანამდე "რიონის ხეობის მცველებმა" ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მოთხოვნების შესასრულებლად ვადა ხვალ 12 საათამდე მისცეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S