Accentnews.ge
"რიონის ხეობის მცველებმა" ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – "წამზომი ჩართულია. დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ"

"რიონის ხეობის მცველებმა" ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – "წამზომი ჩართულია. დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ"

23/05/2021 12:02:55 საზოგადოება

"რიონის ხეობის მცველებმა" ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს და მოთხოვნების შესასრულებლად დრო ხვალ 12:00 საათამდე მისცეს.

"ხვალ 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო, ჩაირთო ეს წამზომი, გადაწყვეტილება მათზეა, შესრულდება ყველა ის მოთხოვნა თუ არა, ჩვენი მოქმედებ განსაზღვრულია და ამ საქმეს თითოეული ჩვენგანი ბოლომდე მივყვებით. თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას, ვერავინ ვერსად ვერ შეძლებს გადაადგილებას ",- განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი დედაქალაქში რეგიონებიდან დღეს დილით ავტოკოლონებით ჩამოვიდნენ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები ითხოვენ:

1. გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა.

2. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ."

3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.

4. თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S