Accentnews.ge
Reuters: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ზავი 02:00 სთ–ზე" ამოქმედდება

Reuters: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის ზავი 02:00 სთ–ზე" ამოქმედდება

20/05/2021 20:16:05 მსოფლიო

"ჰამასმა" Reuters-ს დაუდასტურა, რომ ისრაელთან "ორმხრივ და ერთდროულ" ზავს ეთანხმება, რომელიც 21 მაისს, ადგილობრივი დროით 02:00 საათზე ამოქმედდება.

მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ ნეთანიაჰუს უშიშროენის კაბინეტმა ზავს მხარი დაუჭირა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ცეცხლის შეწყვეტას ელოდება.

როგორც ბლინკენი ამბობს, ესაუბრა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს და კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ბაიდენის გზავნილი, რომ აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის ხილვა სურს.

მისივე თქმით, მსოფლიო შეშფოთებულია პალესტინელებისა და ისრაელელების მსხვერპლის გამო.

ისრაელ–ღაზას შორის თითქმის უწყვეტი იერიში 11 დღე გრძელდებოდა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 227 ადამიანი, მათ შორის 64 ბავშვი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 12 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S