BBC – ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
20/05/2021 16:05:07 მსოფლიო
ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმაა, – იუწყება BBC.
მისივე ცნობით, ისრაელმა აღნიშნულის შესახებ ეგვიპტეს უკვე აცნობა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ისრაელ–ღაზას შორის საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით შუამავლობის მცდელობებში.
მანამდე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლის შეწყვეტას მხარს "ჰამასიც" უჭერს.
"ისრაელმა აცნობა ეგვიპტეს, რომ მზად არის, შეაჩეროს სამხედრო კამპანია ღაზას სექტორში", – იუწყება Al-Jazeera.
გამოცემა The Ynet–ის ცნობით, სავარაუდოდ, ეგვიპტე გამოაცხადებს ცეცხლის შეწყვეტის დაწყების დროს.
უკვე მე–11 დღეა, ისრაელ–ღაზას შორის თითქმის უწყვეტი იერიშია. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, 9 მაისიდან დღემდე ისრაელის მხრიდან დაბომბვების შედეგად 227 ადამიანი, მათ შორის 64 ბავშვი დაიღუპა. ისრაელის ცნობით, ხსენებულ პერიოდში ღაზას სარაკეტო იერიშებს 12 პირი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.
ცნობისთვის: მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


