Accentnews.ge
გიდები მღვიმეების და კანიონების გახსნასა და "კომენდანტის საათის" სრულად მოხსნას მოითხოვენ

გიდები მღვიმეების და კანიონების გახსნასა და "კომენდანტის საათის" სრულად მოხსნას მოითხოვენ

17/05/2021 09:46:52 საზოგადოება

გიდები მღვიმეების და კანიონების გახსნას მოითხოვენ.

საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის განცხადებით, მათთვის გაუგებარი მიზეზით, დაკეტილია ყველაზე მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი ტურისტული ატრაქციები - მღვიმეები და კანიონები: პრომეთეს მღვიმე, სათაფლიის მღვიმე, ნავენახევის მღვიმე, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი, კინჩხის კანიონი.

"ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალტუბოს, ხონისა და მარტვილის მოსახლეობა ამ დრომდე ელოდება მათი ძირითადი შემოსავლის წყაროს გახსნას და ტურისტების მასპინძლობას. გამომდინარე შექმნილი მდგომარეობიდან, ჩვენი ასოციაცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს ტურიზმის ინდუსტრიის მიერ დაყენებულ მთავარ მოთხოვნებს:

  • დროულად გაიხსნას ზემოთ ჩამოთვლილი ტურისტული ობიექტები;
  • სრულად მოიხსნას "კომენდატის საათი";
  • დაჩქარდეს, ტურიზმის ინდუსტრიის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია". - ნათქვამია გიდების ასოციაციის განცხადებაში.

იხილეთ ასევე: რომელი შეზღუდვები შემსუბუქდება საქართველოში დღეიდან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S