Accentnews.ge
ილარიონი: "რუსეთის ეკლესიას არ ჰყავს ეპისკოპოსები არც აფხაზეთში, არც სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კანონიკურად საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარებიან"

ილარიონი: "რუსეთის ეკლესიას არ ჰყავს ეპისკოპოსები არც აფხაზეთში, არც სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კანონიკურად საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარებიან"

15/05/2021 12:21:35 კონფლიქტები, პოლიტიკა

"რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას არ ჰყავს ეპისკოპოსები არც აფხაზეთში, არც სამხრეთ ოსეთში, რომლებიც კანონიკურად საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარებიან, ამის შესახებ ნებისმიერი განცხადება შეცდომითია", - განაცხადა დღეს რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა (ალფეევმა).

"თუ პატრიარქმა ბართლომემ მართლაც თქვა მსგავსი რამ, ეს შეცდომითია. რუსულ ეკლესიას არავითარი ეპისკოპოსები არ ჰყავს არც აფხაზეთში, არც სამხრეთ ოსეთში. დიდი ხანია, შევნიშნეთ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქი ხშირადაა ცუდად ინფორმირებული", - განაცხადა იტროპოლიტმა.

ადრე ქართულ ტელეარხ "Formula News"-თან ინტერვიუში კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომემ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მისამართით რიგი პრეტენზიები გამოთქვა და ისიც აღნიშნა, რომ მოსკოვს არც აფხაზური, არც ოსური და არც რომელიმე სხვა ეკლესიის აღიარების უფლებამოსილება გააჩნია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S