Accentnews.ge
ისრაელში სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა

ისრაელში სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა

12/05/2021 13:52:46 საზოგადოება

ისრაელში სარაკეტო იერიშების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა. ინფორმაცია "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

"ისრაელში საქართველოს საელჩოსთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღო მსუბუქი დაზიანება. მას პირველადი დახმარება გაეწია სტაციონარში, ამჟამად გამოწერილია სტაციონარიდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საელჩო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება საქართველოს მოქალაქესთან", – განუცხადეს "აქცენტს" საგარეო უწყებაში.

იხილეთ ასევე: ისრაელში საქართველოს ელჩი თანამოქალაქეებს აფრთხილებს: "სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება"

გუშინდელი ღამის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში დღესაც განახლდა.

ისრაელის განცხადებით, 12 მაისის შემდეგ ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 6 მოქალაქე დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 53 პირი ემსხვერპლა.

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S