Accentnews.ge
"მე ღმერთად გავაცნობიერე თავი” – ყაზანელი მსროლელის პირველი განცხადება

"მე ღმერთად გავაცნობიერე თავი” – ყაზანელი მსროლელის პირველი განცხადება

11/05/2021 11:17:03 მსოფლიო

ტელეგრამ-არხში «Еду в Татарстан» გამოქვეყნდა ვიდეო-ფრაგმენტი 19 წლის ილნაზ გალიავიევის პირველი ჩვენებიდან, რომელიც მის მიერ ყაზანის 175-ე სკოლაზე დღეს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას ეხება.

თავდამსხმელი პოლიციის განყოფილებაში სკამზეა წამოწოლილი და ამბობს, რომ «ღმეთად გააცნობიერა თავი».

«თავი ღმერთად მაშინვე არ გამიცნობიერებია, ეს სულ რაღაც ორი თვის წინ მოხდა, ზაფხულისთვის კი ჩემში მონსტრმა დაიწყო გამოღვიძება. ყველა შემძულდა. ადრეც მძულდნენ, ახლა კი კიდევ უფრო გამეზარდა სიძულვილი. არ გაბედოთ და არ დაიწყოთ ჩემთვის რაღაც ექსტრასენსორული თუ ფსიქოლოგიური იდიოტობების მოკერება. არავის არაფერი შთაუგონებია ჩემთვის, თავად აღვიქვი ორი თვის წინ თავი ღმერთად. პირველად ამაში დედაჩემს გამოვუტყდი – თუმცა ის ქალი დედაჩემი არაა, მას თქვენობით მივმართავ. არც დედა მყავს, არც მამა. ქალი, რომელმაც მშობა, დედაჩემი არაა. ყველაზე უარი ვთქვი, ყველა მძულს», — ამბობს ახალგაზრდა.

დღეს დილით ყაზანის 175-ე სკოლის შენობაში მომხდარი სროლის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მედია 11 დაღუპულის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

თავდამსხმელად კოლეჯის 19 წლის მოსწავლე – ილნაზ გალიაევი სახელდება, რომელიც დაკავებულია და გამომძიებლებს პირველ ჩვენებას აძლევს. თუმცა მედია ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თავდასხმაში მეორე პირიც მონაწილეობდა, რომელიც ინციდენტის დროს იქნა ლიკვიდირებული.

ირკვევა, რომ დაკავებულს 4 წლის წინ ეს სკოლა აქვს დამთავრებული, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი კი, რომელიც მან თავდასხმისას გამოიყენა, მასზე ოფიციალურად იყო რეგისტრირებული.

კოლეჯში, რომელშიც გალიაევი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა, განაცხადეს, რომ იგი სასწავლებელში იანვრიდან აღარ გამოჩენილა, აპრილში კი ის აკადემიური დავალიანების გამო გარიცხეს. მანამდე, ლექტორების განცხადებით, გალიაევი “მშვიდი და უკონფლიქტო” მოსწავლე იყო.

როგორც ირკვევა, თავდასხმამდე მან ტელეგრამ–არხზე რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა და იუწყებოდა, რომ თავდასხმას და შემდეგ თვითმკვლელობას გეგმავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S