Accentnews.ge
ყაზანში, სკოლაში სროლას ბავშვები ემსხვერპლნენ

ყაზანში, სკოლაში სროლას ბავშვები ემსხვერპლნენ

11/05/2021 07:50:23 მსოფლიო

ყაზანის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეების ევაკუაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც სკოლის ტერიტორიაზე უცხო პირებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 11 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი ფანჯრიდან გადმოხტომის შედეგად დაიღუპა, როდესაც ისინი თავდამსხმელისგან თავის დაღწევას ამ გზით ცდილობდნენ. 7 დაღუპული მე-8 კლასის მოსწავლეა. 20-მდე ადამიანია დაშავებული: ზოგს ცეცხლნასროლი ჭრილობები აქვს, ზოგს კი ქრონიკული დაავადებები გაუმწვავდა მიღებული სტრესის ფონზე. კლინიკებში 16 დაჭრილია მოთავსებული, მათგან ერთი პედაგოგია, დანარჩენები - მოსწავლეები. სხვა დაშაებულებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

პრეზიდენტი რუსტამ მინნიხანოვიმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი ერთი იყო, თუმცა მედია ორის შესახებ იუწყება: მედიის ცნობით, ერთი ლიკვიდირებულია, მეორე - დაკავებული. დაკავებულ 19 წლის თავდამსხმელს აღნიშნული სკოლა ოთხი წლის წინ ჰქონდა დამთავრებული.

როგორც მედია წერს, ერთ-ერთი თავდამსხმელი სკოლის შენობაში მთავარი შესასვლელით შევიდა და მაშინვე გახსნა ცეცხლი ავტომატური იარაღიდან. როგორც შემდგომში დადგინდა, იარაღი მასზე ოფიციალურად იყო რეგისტრირებული.

ყაზანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.

12 მაისი თათრეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ასევე: "მე ღმერთად გავაცნობიერე თავი” – ყაზანელი მსროლელის პირველი განცხადება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S