Accentnews.ge
საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 17 613 მოქალაქეა რეგისტრირებული

საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 17 613 მოქალაქეა რეგისტრირებული

03/05/2021 18:12:21 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ჩინური წარმოების "სინოფარმით“ ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ 17 613 მოქალაქე დარეგისტრირდა.

4 მაისს ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით. ხოლო 5 მაისიდან დაემატება კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება.

4 მაისს 09:30 საათზე ნიკოლოზ ყიფშიძის სხელობის ყიფშიძის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციას ჩაიტარებს ,,სინოფარმის“ ვაქცინით.

,,სინოფარმის“ ვაქცინა 45-მდე ქვეყანაშია აღიარებული და გამოიყენება. ჩინეთს და ჩინეთს გარეთ 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული“,– აღნიშნავენ უწყებაში.

უწყების მონაცემებით, სადღეისოდ ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.

ცნპბისთვის: სინოფარმს ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია. ჯანმოს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი სინოფარმის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S