ამირან გამყრელიძე ჩინური ვაქცინით აიცრება
03/05/2021 16:17:13 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე 4 მაისს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩინური ვაქცინით "სინოფარმით" აიცრება.
ინფორმაციისთვის: ჩინური ვაქცინით აცრა საქართველოში ხვალიდან იწყება.
სინოფარმს ამ დრომდე არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული ავტორიზაცია. ჯანმოს ექსპერტთა სტრატეგიული მრჩეველთა ჯგუფი სინოფარმის შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომლითაც გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს მიმართავს. გამოქვეყნებული დოკუმენტების თანახმად, ვაქცინის ეფექტიანობა, მრავალ ქვეყანაში ჩატარებული მე-3 ფაზის კვლევის შედეგების მიხედვით, 78.1%-ია.


