Accentnews.ge
რა ჩაიწერება კოვიდ-პასპორტში

რა ჩაიწერება კოვიდ-პასპორტში

03/05/2021 14:22:41 საზოგადოება

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მიმართავს, ვაქცინირებული ტურისტებისთვის შეზღუდვები მოხსნან. რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ცალკეული ევროპული ქვეყნები ჯერ უცნობია, მაგრამ თუ ეს რეკომენდაცია შესრულდება, მოქალაქეს დასჭირდება დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ აცრა უკვე გაიკეთა.

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი ამბობს, რომ კოვიდ-პასპორტში 3 მაჩვენებელი ჩაიწერება:

"ეს ძირითადად შემოიტანეს იმ ქვეყნებმა, რომელთა ეკონომიკაც ტურიზმზე ძალიან არის დამოკიდებული. უნდათ, რომ რაღაცნაირად არეგულირონ ეს პროცესი, რომ ჯერ ერთი, რომ მოსახლეობას ისევ ჰქონდეს საშუალება, რომ იმოგზაურონ და თან დაიცვან ქვეყნები, რომ ინფექცია არ შემოვიდეს ამა თუ იმ ქვეყანაში. ეს იყო ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც დაიწყეს ქვეყნებმა კოვიდ-პასპორტთან დაკავშირებით საუბარი. საქმე იმაშია, რომ ყველა ქვეყანას თავისებურად აქვს გაკეთებული. 3 რაღაცაა - ერთი არის PCR ბოლო 72 საათი, მეორე არის აცრა და მესამე არის თუ გაქვთ გადატანილი ინფექცია. მარტო ვაქცინაცია რომ მოეთხოვათ, იმის გამო, რომ ჯერ ვაქცინა საკმარისი არაა, ბევრი ვერაა აცრილი და ეს შეიძლება ჩათვლილიყო ამ ადამიანების დისკრიმინაციად," - აცხადებს ზაზა წერეთელი „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში.

იხილეთ ასევე: შევძლებთ თუ არა ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას ჩინური ვაქცინით აცრის შემთხვევაში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S