Accentnews.ge
ბენდელიანი – ვაშლიჯვარის ფერდობზე: "მეწყერთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში გრძელდება"

ბენდელიანი – ვაშლიჯვარის ფერდობზე: "მეწყერთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში გრძელდება"

01/05/2021 07:31:11 საზოგადოება

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ გუშინ ღამით მოსულ უხვ ნალექს ვაშლიჯვრის ფერდობზე რაიმე საფრთხე არ შეუქმნია.

„ვაშლიჯვარში, ფერდობზე სიმშვიდეა. მეწყერთან დაკავშირებით, არანაირი პრობლემა არ არის. დაკვირვება და მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში გრძელდება. გუშინაც, მთელი ღამის განმავლობაში, ჩვენი თანამშრომლები ადგილზე იყვნენ, აკვირდებოდნენ ვითარებას. ამასთან დაკავშირებით, არანაირი საფრთხე და პრობლემა არაა“, – აცხადებს ირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

ცნობისთვის: უხვმა ნალექმა დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში პრობლემები შექმნა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S