Accentnews.ge
„წყლის ნაკადმა მანქანები ჩამოიტანა“ – რა ხდება დიდ დიღომში [ვიდეო]

„წყლის ნაკადმა მანქანები ჩამოიტანა“ – რა ხდება დიდ დიღომში [ვიდეო]

30/04/2021 19:45:52 საზოგადოება

თბილისში, დიდ დიღომში წყლის ძლიერმა ნაკადმა ქუჩა დატბორა. ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ადგილობრივი აქვეყნებს.

„წყალმა მანქანები ჩამოიტანა“,– აღწერს ვითარებას მოქალაქე.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დიდ დიღომსა და სოფელ დიღომში ამ დროისთვის 17 სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

პრობლემები ძლიერმა წვიმამ შექმნა. სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ დატბორილია საცხოვრებელი სახლებიც, აღმაშენებლის ხეივანი, შესაბამისად, ავტომობილებს გადაადგილება უჭირთ.

წყალმა შეაღწია შენობაში, სადაც ბერი ანდრიას სახელობის ფონდია განთავსებული. შენობაში სიმსივნით დაავადებული ბავშვები იმყოფებიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S