Accentnews.ge
ISFED - გამკაცრებულ სანქციებზე: "ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა თანამდროვე სტანდარტებს"

ISFED - გამკაცრებულ სანქციებზე: "ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა თანამდროვე სტანდარტებს"

29/04/2021 16:10:06 საზოგადოება

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) საქართველოს პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს მუხლები ხშირად რეპრესიულ მექანიზმად გამოიყენება.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჭიროა კოდექსის საფუძვლიანი რეფორმა, რაც ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვის უზრუნველყოფს.

"რაციონალური დასაბუთების გარეშე კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით წარიმართა, მათ შორის ღამის საათებში, მაშინ როდესაც COVID-19-ის პანდემიის გამო, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოქმედებს, რაც საკითხის განხილვაში საზოგადოების ფართო ჩართულობას და ინკლუზიურობას გამორიცხავდა.

სამოქალაქო საზოგადოება უკვე დიდი ხანია, ითხოვს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტურ რეფორმას, რადგან არსებული მოძველებული კოდექსი, რომელიც საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დადგენილებითაა შემოღებული, ვერც ფორმითა და, მით უფრო, შინაარსით, ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა თანამდროვე სტანდარტებს

საჭიროა, გამჭირვალე რეფორმის ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაციების და პროფესიული საზოგადოების ჩართულობით, გახორციელდეს საფუძვლიანი რეფორმა ამ სფეროში, რომელიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა სრულყოფილად დაცვისა და ადმინისტრაციული გადაცდომის სფეროში თანამდეროვე ადმინისტრაციული პრაქტიკის დამკვიდრების ინტერესებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S