Accentnews.ge
ტიკარაძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაიწყებს მთავრობის საკოორდინაციო საბჭო " კომენდანტის საათის" მოხსნაზე მსჯელობას

ტიკარაძე განმარტავს, რა შემთხვევაში დაიწყებს მთავრობის საკოორდინაციო საბჭო " კომენდანტის საათის" მოხსნაზე მსჯელობას

28/04/2021 15:52:26 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პირბადის ტარების მაჩვენებლის 95%-ზე ასვლის შემთხვევაში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო “კომენდანტის საათის” მოხსნაზე მსჯელობას დაიწყებს.

"თუ ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად პირბადის ტარებას 95%-მდე ავიყვანთ, ეს მოგვცემს გარანტიებს, რომ უახლოეს მომავალში საბჭომ, ჩემი ინიციატივით, დაიწყოს საუბარი იმაზე, რომ “კომენდანტის საათი” რაც შეიძლება ადრე მოვხსნათ", – განაცხადა მინისტრმა.

მანამდე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე "კომენდანტის საათის" გადაწევა ან მოხსნა არ იგეგმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S