Accentnews.ge
"კომენდანტის საათის" თუნდაც ერთი საათით წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს"

"კომენდანტის საათის" თუნდაც ერთი საათით წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს"

28/04/2021 14:01:11 საზოგადოება

"კომენდანტის საათის" გადაწევა ან მოხსნა არ იგეგმება, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინა ტიკარაძემ "ქართული ოცნების" წევრის დავით კაჭარავას შესაბამის კითხვას.

როგორც ტიკარაძემ განმარტა, საღამოს საათებში ტრანსპორტი გადატვირთულია, თუმცა "კომენდანტის საათის" კონკრეტული დრო გამოსავალი არ არის:

"ამ ეტაპისთვის, "კომენდანტის", თუნდაც ერთი საათით, წინ ან უკან გადაწევაზე საუბარი არ მიმდინარეობს, ვინაიდან, ადამიანის ქცევიდან გამომდინარე, გადაწევის შემთხვევაშიც მივიღებთ იმავე ეფექტს. აქედან გამომდინარე, "კომენდანტის საათის" კონკრეტული დრო არ არის გამოსავალი. მნიშვნელოვანია, რომ უფრო ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას ტრანსპორტის განტვირთვასთან დაკავშირებით".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S