ინდოეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
28/04/2021 07:20:42 მსოფლიო
ინდოეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. 6 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ასამის შტატში დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგებს მოჰყვა ნგრევა, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის შესახებ შესაბამის უწყებებში შეტყობინება ჯერჯერობით არ შესულა, ინფრასტრუქტურაზე მიწისძვრით მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანი იქნება.
ამ ეტაზე უცნობია, განიცადა თუ არა ზიანი ჰოსპიტალურმა სექტორმა. მოგეხსენებათ, ინდოეთში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უმძიმესი მდგომარეობაა, კლინიკებში არასაკმარისი საწოლფონდია, დეფიციტია ჟანგბადის ბალონების და მედიკამენტების.
იხილეთ ასევე: ადამიანები საავადმყოფოებთან იღუპებიან“ – გართულებული ეპიდვითარება ინდოეთში


