Accentnews.ge
„ადამიანები საავადმყოფოებთან იღუპებიან“ – გართულებული ეპიდვითარება ინდოეთში

„ადამიანები საავადმყოფოებთან იღუპებიან“ – გართულებული ეპიდვითარება ინდოეთში

27/04/2021 06:12:07 მსოფლიო

ინ­დო­ეთ­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით ვი­თა­რე­ბა ყო­ველდღიურად მძიმ­დე­ბა. ქვე­ყა­ნა ვირუ­სის ახა­ლ, ე.წ. ინ­დუ­რი შტა­მს ებრძვის, რო­მელ­საც ორ­მაგ მუ­ტა­ცი­ას უწო­დე­ბენ. საავადმყოფოებში საწოლების მარაგი იწურება, შეიქმნა ჟანგბადის ბალონებისა და სხვადასხვა მედიკამენტის დეფიციტი, მოსახლეობამ კი შავ ბაზარს მიმართა.

როგორც BBC წერს, შავ ბაზარზე აუცილებელი მედიკამენტების ფასმა საგრძნობლად, დაახლოებით 10–ჯერ მოიმატა. ამასთან, გამოჩნდა საეჭვო მედიკამენტებიც. გამოცემის ცნობით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადამიანები საავადმყოფოების კართან იღუპებიან, რადგან არ შეუძლიათ სუნთქვისთვის აუცილებელი ჟანგბადის ბალონების და აუცილებელი წამლების შავ ბაზარზე ყიდვა. იმის გამო, რომ ადამიანები ძირითადად დროს ჟანგბადის ბალონებისა და საჭირო მედიკამენტების ძიებაში ატარებენ, როგორც მათი, ასევე ოჯახის წევრების მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება.

ადგილობრივი მედიკოსების თქმით, "ახლა უკვე რეალური შიშია იმისა, რომ შეიძლება, დიდი ტრაგედია მოხდეს". პაციენტების გადასარჩენად სასოწარკვეთილმა ბრძოლამ საავადმყოფოებიდან სახლებში გადაინაცვლა. ადგილობრივების თქმით, მთავრობამ ვერ შეძლო მოსალოდნელი ტალღის წინასწარ განსაზღვრა და მისი მართის დაგეგმვა.

ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, პირბადე ატარონ არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ საკუთარ სახლშიც:

"დადგა დრო, პირბადეების ტარება სახლშიც დავიწყოთ, რადგან ვირუსი მასშტაბურად ვრცელდება. ამას გადამწყვეტი მნიშვნელოვბა ექნება, განსაკუთრებით, ოჯახის წევრის დაინფიცირების შემთხვევაში ".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ინდოეთის დასახმარებლად პერსონალსა და სამედიცინო აღჭურვილობას აგზავნის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S