Accentnews.ge
ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რატომ ჩავიდა ჭყონდიდში

ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რატომ ჩავიდა ჭყონდიდში

25/04/2021 19:25:19 საზოგადოება

"რიონის ხეობის მცველი" ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, რატომ ჩავიდა დღეს ჭყონდიდის ეპარქიაში.

გოლეთიანი აცხადებს, რომ მამამისი სასულიერო პირია, ის ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის წევრია, რომლის მმართველიც და მიტროპოლიტიც ჭყონდიდთან ერთად, მეუფე სტეფანეა. მისივე თქმით, ის და მისი ოჯახი, ცაგერში იმ ეკლესიის მრევლის წევრები არიან, სადაც მიტროპოლიტი სტეფანე ღვთისმსახურებას აღავლენს. როგორც "რიონის ხეობის მცველი" განმარტავს, მარტვილში დღევანდელი ვიზიტის მიზანი კი არა ვინმეს მხადაჭერა, არამედ უბრალოდ ღვთისმსახურებაზე დასწრება იყო.

"მამაჩემი სასულიერო პირია.. ჩვენ არანაირ მხარეობას არ ვცნობთ, არც ჩვენი ადვოკატობა და დაცვა სჭირდება ვინმეს, უბრალოდ ჩვენ ჩავედით ღვთისმსახურებაზე დასასწრებად. ვის ინტერესებში შედის იქ ეს დაძაბულობა გაუგებარია ჩვენთვის", – აცხადებს გოლეთიანი.

მისივე თქმით, გაუგებარია, რომ გუმათში, მათ აქციებზე, როდესაც არანაირი დაპირისპირების საფრთხე არ არსებობს პოლიციის დიდი მობილიზებაა და ჭყონდიდში, სადაც დაპირისპირების რეალური საფრთხე იყო პოლიციელები მშვიდობას არ უზრუნველყოფდნენ:

"გუმათში, სადაც მოქალაქეებს მშვიდი პროტესტი აქვთ ბარიკადებია და პოლიცია 25 მწკრივად დგას, არარსებული დაპირისპირება რომ არ მოხდეს თითქოს, დღეს კი ეპარქიაში მხარეები შეტოვებულები იყვნენ ერთმანეთს ხელში, რაც სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვის პროვოცირებაა".

ჭყონდიდის ეპარქიაში დილით დაძაბულობა იყო. სალხინოს ეკლესიასთან მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად რადენჯერმე დაუპირისპირდნენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S