Accentnews.ge
ბზობა ჭყონდიდში – ტაძარში პოლიციის ძალით შესული მიტროპოლიტი სტეფანე და ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის

ბზობა ჭყონდიდში – ტაძარში პოლიციის ძალით შესული მიტროპოლიტი სტეფანე და ფიზიკური დაპირისპირება მოქალაქეებს შორის

25/04/2021 07:00:31 საზოგადოება

ბზობა, რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია, ჭყონდიდის ეპარქიაში ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე აღნიშნეს. ეპარქიაში დილიდან დაძაბულობაა. სალხინოს ეკლესიასთან პერიოდულად მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.

ეკლესიის ეზოში ბზობის დღესასწაულზე შეიკრიბნენ როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდამჭერები, ისე მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები და მრევლი როგორც ჭყონდიდის, ისე სხვა ეპარქიებიდან.

პირველი დაპირისპირება ადგილზე ბიზნესმენ კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა, რომელიც ყოფილ ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას ღიად უპირისპირდება. პეტრე ცაავას მხარდამჭერი მღვდლები, რომელთა ნაწილსაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა, ამბობენ, რომ კლიმენტი კეკუტიას არ აქვს უფლება, ეკლესიაში მივიდეს.

ადგილზე ვითარების განმუხტვა სამართალდამცველების ჩარევის შემდეგ მოხერხდა. შეხლა-შემოხლის დროს რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა.

კიდევ ერთი დაძაბულობა სალხინოს ეკლესიის ეზოში თავად მიტროპოლიტ სტეფანეს გამოჩენას მოჰყვა. პეტრე ცაავას მხარდამჭერი სასულიერო პირები მასაც არ აძლევდნენ ტაძარში შესვლის უფლებას, თუმცა საბოლოოდ პოლიციის დახმარებით, მიტროპოლიტმა ეკლესიაში შესვლა შეძლო.

ამ დროისათვის ადგილზე ვითარება განმუხტულია და წირვა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება ხდება. აქ ბოლო თვეებია დაძაბულობაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S