ჩავუშოღლუ – უკრაინასა და რუსეთზე: „არავის მხარეს არ ვართ"
15/04/2021 09:03:35 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი უკრაინის და რუსეთის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„ჩვენ არავის მხარეს ვართ. ჩვენი პოზიცია დაფუძნებულია ღია და კონსტრუქციულ მიდგომაზე“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.
ზელენსკისთან შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა ყირიმის არაღიარების პოლიტიკის ერთგული რჩება.
შეგახსენებთ იმასაც, რომ რუსეთმა თურქეთთან ფრენები შეაჩერა.


