Accentnews.ge
„რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავიდა. ანკარასაც შეუძლია საინტერესო “სიურპრიზების” შეთავაზება“

„რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავიდა. ანკარასაც შეუძლია საინტერესო “სიურპრიზების” შეთავაზება“

13/04/2021 11:02:32 მსოფლიო

დღეს რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავიდა,– ასე აფასებს საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ბატიაშვილი უკანასკნელ დღეებში უკრაინის გამო თურქეთსა და რუსეთს შორის ჩამოყალიბებულ ურთიერთობას. ამ კონტაქტსში განიხილავს ბატიაშვილი რუსეთის მიერ თურქეთის მიმართულებით ფრენების დროებით შეჩერებას, რომლის ოფიციალურ მიზეზად კრემლში პანდემია დასახელდა.

როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, „რუსეთის უკმაყოფილება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა 2 დღის წინ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ თურქეთში განხორციელებული ვიზიტის შემდეგ“:

„როგორც ჩანს, მოსკოვში საკმაოდ დეტალური ინფორმაცია აქვთ, რა სახის სამხედრო დახმარებას პირდება ანკარა კიევს.

დილით ლავროვმა მკაცრად გააფრთხილა თურქეთი უკრაინის დახმარების გამო. საღამოს კი პირველი “სადამსჯელო” ნაბიჯიც გადადგა - მოსკოვი 15 აპრილიდან აჩერებს ყველა სახის ფრენებს (როგორც რეგულარულ, ისე ჩარტერულ რეისებს) თურქეთის მიმართულებით.

ცხადია, ის ამით ურტყამს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ თურქეთის ეკონომიკას, უფრო კონკრეტულად კი მის ტურიზმის სექტორს.

საპასუხოდ, თურქეთსაც შეუძლია საინტერესო “სიურპრიზები” შესთავაზოს რუსეთს არაერთი მიმართულებით, იქნება ეს უკრაინა, შავი ზღვა, სირია, ლიბია თუ კავკასია.

ბოლო დროს თურქეთში დაწყებული საუბრები „მონტროს კონვენციის“ შესაძლო გადახედვაზეც ამ ბრძოლის მხოლოდ ერთი ნაწილია.

ამ დაპირისპირებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რა პოზიციას დაიკავებს ვაშინგტონი – რამდენად შეძლებს ბაიდენის ახალი ადმინისტრაცია (თუნდაც დროებით) უკანა პლანზე გადაწიოს ერდოღანით უკმაყოფილება და მხარი დაუჭიროს მას რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ დაპირისპირებაში“,– ამბობს ბატიაშვილი და იქვე დასძენს, რომ

„უახლოეს ხანში უფრო ნათელი სურათი გამოიკვეთება და გამოჩნდება, ამჯერად რით უპასუხებს თურქეთი რუსეთს“.

ბატიაშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი თურქეთისგან საპასუხო ნაბიჯს მიიღებს.

იხილე ასევე: "უკრაინის მხარდაჭერის გამო პირველი სადამსჯელო ნაბიჯი" – რუსეთი თურქეთთან ფრენებს აჩერებს

რას შეცვლის საქართველოსთვის „მონტროს კონვენციის“ გადახედვა?

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S