Accentnews.ge
პესკოვის მტკიცებით, თურქეთთან ფრენების შეჩერების ერთადერთი მიზეზი ეპიდვითარებაა

პესკოვის მტკიცებით, თურქეთთან ფრენების შეჩერების ერთადერთი მიზეზი ეპიდვითარებაა

12/04/2021 19:47:24 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერის დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, თურქეთთან ფრენების შეჩერების ერთადერთი მიზეზი ეპიდვითარებაა.

მისი თქმით, რუსეთის გადაწყვეტილებას თურქეთთან ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ანკარაში ვიზიტთან კავშირი არ აქვს.

„არა, ეს [ფრენების შეჩერება] თურქეთში არსებული შემაშფოთებელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ხდება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

იხილეთ ასევე: "უკრაინის მხარდაჭერის გამო პირველი სადამსჯელო ნაბიჯი" – რუსეთი თურქეთთან ფრენებს აჩერებს

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S