გამყრელიძე – აღდგომის დღესასწაულზე: "იქნება მოლაპარაკება"
09/04/2021 16:39:42 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ცნობით, საპატრიარქოსთან იქნება მოლაპარაკებები საერთო გადაწყვეტოლების მისაღებად, რომ აღდგომის დღესასწაულმა, ჩაიაროს ისე, როგორც „ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება, მეორეს მხრივ, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები იქნეს დაცული“, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიოლოგიური ვითარებისთვის.
გამყრელიძე ფიქრობს, რომ შეთანხმება მიიღწევა, „ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულოთ დღესასწაული“.
"დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები. რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრები, საუბარი საპატრიარქოსთან, რათა, როგორც შარშან, ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდეთ, რომ აღდგომამ, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის ამ ყველაზე დიდმა დღესასწაულმა ჩაიაროს ისე, როგორც ჩვენ გვეკადრება და მოსახლეობას სჭირდება. ამასთან, მეორეს მხრივ დაცული უნდა იყოს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რომ დამატებითი სტიმული არ გახდეს ეპიდემიის გავრცელების. ვფიქრობ, შეთანხმებამდე მივალთ და ისეთზე, რომ ზომიერ ფარგლებში ვიდღესასწაულოთ ჩვენი დღესასწაული და დავიცვათ ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებიც", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
იხილეთ ასევე: რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოზე


