Accentnews.ge
რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოზე

რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოზე

09/04/2021 16:20:15 პოლიტიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შეფასების საფუძველზე, ამ ეტაპზე, ძალაში რჩება ღამის 21:00-დან 05:00 საათამდე გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვა. ამის შესახებ ინფორმაცია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

ამასთან, ძალაში რჩება კვებითი დაწესებულებებისთვის შაბათ–კვირის შეზღუდვა.

გარდა ამისა, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ უქმე დღეები არ ეხება ტრანსპორტს, "დეტალები დაზუსტდება და გახდება ცნობილი საჯარო და კერძო სექტორისთვის დამატებით".

გარდა ამისა, როგორც სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, საბჭოს შეზღუდვების გამკაცრებაზე არ უმსჯელია, თუმცა გამკაცრდება უკვე არსებული შეზღუდვების აღსრულება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს. მიმართვა სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და შესასრულებლად სავალდებულო არაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S