"დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება"
09/04/2021 13:17:50 საზოგადოება
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს და ხელისუფლებას მოუწოდებს, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება.
„ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, „ფორმულას“ ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად“, - ნთქვამია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსს მიმართავს, დაინტერესდნენ ქვეყანაში მედიაზე გახშირებული თავდასხმებით.


