Accentnews.ge
ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი სახალხო დამცველსა და დიპკორპუსს მიმართავს

ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი სახალხო დამცველსა და დიპკორპუსს მიმართავს

09/04/2021 10:27:43 საზოგადოება

ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსს მიმართავს, დაინტერესდნენ ქვეყანაში მედიაზე გახშირებული თავდასხმებით.

"ტელევიზიის ორ თანამშრომელს თავს დამოუკიდებლად, სხვადასხვა ადგილას დაესხნენ, მათ შორის ერთი თავდასხმა ღამის სამ საათზე, "კომენდანტის საათის" დროს მოხდა. მანქანაზე, რომელზეც არის "ფორმულას" ლოგოები და "ფორმულას" მიკროფონის ღრუბელი, განხორციელდა ვანდალური აქტი. ჩამსხვრეულია შუშები, რაც მიუთითებს, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ეს ხდებოდა კომენდანტის საათის დროს. მეორე ფაქტი უკავშირდება, ასევე "ფორმულას" მძღოლს, რომელიც ნაცემია, მას აღენიშნება ფიზიკური დაზიანებები. მან ბრიფინგამდე რამდენიმე წუთით ადრე მთხოვა, მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებიდან გამომდინარე სახელი არ დაგვესახელებინა. ჩვენ ვთხოვთ კომპეტენტურ ორგანოებს დაინტერესებას. ეს გრძელდება მას შემდეგ რაც ვახო სანაიაზე განხორციელდა კიდევ ერთი თავდასხმა.

ეს გაგრძელებაა ქვეყანაში არსებული უკიდურესი პოლარიზაციის და ძალადობრივი ფონის, რომელიც ჩვენი აზრით, ხშირ შემთხვევაში უკავშირდება იმ უპასუხისმგებლო რიტორიკას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას მათ დეპუტატებს და ხელმძღვანელობას. მათ მიერ ტირაჟირებული სიძულვილის ენა გამომწვევია ყველა ასეთი ტიპის პრობლემის.

ჩვენ გვსურს ნინო ლომჯარია ასევე დიპლომატიური კორპუსი დაინტერესდეს მედიაზე გახშირებული ძალადობის ფაქტებით და მათაც მოახდინონ პროცესებში ჩარევა", – განაცხადა გუმბერიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S