Accentnews.ge
აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან

აშშ რუსეთს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან

06/04/2021 05:39:29 მსოფლიო

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს მოუწოდა თავი შეიკავოს უკრაინასთან დაძაბულობის ესკალაციისგან.

"ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ესკალაციის გამომწვევი ქმედებებისგან", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები შეშფოთებული იქნება მოსკოვის ნებისმიერი მცდელობით, დააშინოს უკრაინა, ეს მოხდა რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინის შიგნით.

"ჩვენ რუსეთს ვთხოვეთ ამ პროვოკაციების განმარტება, მაგრამ რაც მთავარია, ის, რაც ჩვენ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან მივუთითეთ, არის მხარდაჭერის გზავნილი", - აღნიშნა მან.

კიევში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალები შეიყვანეს.

ცნობისთვის: 2 აპრილს კრემლში განაცხადეს, რომ თუ NATO უკრაინაში ჯარებს შეიყვანს, რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს დამატებითი ზომები.

"აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციებს აქვს ადგილი. ალიანსის გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. იძულებული ვიქნებით, მივიღოთ დამატებით ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება", – განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

1 აპრილს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინსმა და უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანთან სატელეფონო საუბარი გამართა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S