კრემლი ირწმუნება, რომ "რუსეთი საფრთხეს არ უქმნის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას, მათ შორის – უკრაინას"
05/04/2021 12:09:59 მსოფლიო
კრემლი ირწმუნება, რომ "რუსეთი საფრთხეს არ უქმნის მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას, მათ შორის – უკრაინას".
"რუსეთი ყოველთვის ყურადღებით ეკიდება საკუთარი უსაფრთხოების საკითხს. ჩვენი არმია გადაადგილდება რუსეთის ტერიტორიაზე იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც საჭიროდ თვლის და იმ ფორმით, რა ფორმითაც საჭიროდ თვლის, ჩვენი ქვეყნის საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
კიევში აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული სამხედრო ძალები შეიყვანეს.
ცნობისთვის: 2 აპრილს კრემლში განაცხადეს, რომ თუ NATO უკრაინაში ჯარებს შეიყვანს, რუსეთი იძულებული იქნება, მიიღოს დამატებითი ზომები.
"აღმოსავლეთ უკრაინაში პროვოკაციებს აქვს ადგილი. ალიანსის გამოჩენა რუსეთის საზღვრებთან დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევს. იძულებული ვიქნებით, მივიღოთ დამატებით ზომები, რათა დავიცვათ ჩვენი უსაფრთხოება", – განაცხადა კრემლის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
1 აპრილს აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინსმა და უკრაინელ კოლეგა ანდრი ტარანთან სატელეფონო საუბარი გამართა და უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აღუთქვა.


