ივანე ჩხაიძის თქმით, თუ იმუნიზაციის მაჩვენებელი ამ ტემპით გაგრძელდება, საქართველოში პანდემია კიდევ სამი წლის განმავლობაში არ დასრულდება
05/04/2021 09:27:57 საზოგადოება
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ იმუნიზაციის მაჩვენებელი ამ ტემპით გაგრძელდება, საქართველოში პანდემია კიდევ სამი წლის განმავლობაში არ დასრულდება.
"2021 წლის ბოლომდე გვჭირდება 5 000-დან 6 000-მდე ვაქცინირებული ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით. გვჭირდება 5 000 და გვყავს 1 000 – ხუთჯერ ნაკლები. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ ვერ დავასრულებთ პანდემიას. პანდემიის დასრულების გზა გადის მხოლოდ ვაქცინაციაზე. თუ ჩვენ ავიცრებით, მოსახლეობის, მინიმუმ, 60% იქნება ვაქცინირებული, ჩვენ შეგვეძლება განვაცხადოთ, რომ პანდემია საქართველოში დასრულდება. ამ ტემპით ჩვენ სამიზნე 60%–ზე გასვლისთვის დაგვჭირდება სამი წელი. თუ ჩვენ დავთვლით, დღევანდელი მაჩვენებლებით რამდენია საქართველოში ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა, ნიშნავს, რომ ამ სამი წლის განმავლობაში მივიღებთ სრულიად კატასტროფულ შედეგებს. ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაამარცხებს პანდემიას, თუ არ იქნება მოსახლეობის 60-დან 80 %–მდე აცრილი“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
იხილეთ ასევე: საქართველოში კოვიდ ვაქცინაციის დაწყებიდან, 20 დღეში 11 603 ადამიანი აიცრა.


