საქართველოში კოვიდის წინააღმდეგ 20 დღეში 11 603 ადამიანი აიცრა
05/04/2021 08:00:24 საზოგადოება
საქართველოში კოვიდ ვაქცინაციის დაწყებიდან, 20 დღეში 11 603 ადამიანი აიცრა.
„დღეში საშუალოდ, გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა - ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება მინიმუმ, 3000 აცრა დღეში“, - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე.
მისივე თქმით, ქვეყანაში საკმარისი ვაქცინაა - „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“ - ამიტომ თავისუფლადაა შესაძლებელი ვაქცინირებულთა რაოდენობის გაზრდა.
აპრილის ბოლომდე აცრაზე ჯავშანი გაკეთებული აქვს 19 073 ადამიანს.
საქართველოში კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება 15 მარტს დაიწყო ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის. დღეს, ვაქცინაციის პროცესში ჩართული არიან 55+ ასაკის მოსახლეობა, ასევე ორგანოგადანერგილთა და დიალეზზე მყოფთა ჯგუფები.


