თბილისში, სასტუმრო "ვინოტელთან" სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ
31/03/2021 17:50:08 საზოგადოება
თბილისში, სასტუმრო "ვინოტელთან" სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.
არსებული ინფორმაციით, "ვინოტელში" რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი და მისი მეგობრები ვახშმობენ.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
"ქართულმა ოცნებამ" დღეს, რეფერენდუმის დღეს, დაუშვა რუსი ოკუპანტების შემოშვება ამ ქვეყანაში. რუსეთიზაციას გვაჩვევს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი. საქართველოს მოქალაქეები ამ ფაქტს არ შვეგუებით და ბიძინა ივანიშვილს მალე მოუწევს ამ ქვეყნიდან წასვლა. წასვლა თავის გარემოცვასთან ერთად. ქართველი ხალხი დაამყარებს აქ სამართლიან წესრიგს და დემოკრატიულ მმართველობას", – აცხადებს აქტივისტი ალიკა კუპრავა.
აქტივისტები პოლიციას მოუწოდებენ, რომ აღკვეთონ დანაშაული - კერძოდ, 50 კაცის მიერ "კომენდანტის საათის" დარღვევა.
რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი თბილისში საკუთარი დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. მისი ჩამოსვლის კადრებს "ტვ პირველი" ავრცელებს.
ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ნაწილის განცხადებით, ვლადიმერ პოზნერი ქვეყანაში არ უნდა შემოეშვათ, რადგან იგი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობს.
პოზნერის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაცია პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ გაავრცელა.


