ხოშტარია: "აფხაზეთი არასდროს იქნება საქართველოს ნაწილი" - ამ ფრაზის ავტორი თბილისში ჩამოდის"
31/03/2021 13:14:46 პოლიტიკა
პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ რუსი ჟურნალისტი, საბჭოთა პროპაგანდისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში ჩამოდის "დაბადების დღეზე საგულაოდ, მაშინ, როცა გალიდან პენსიის ასაღებად ზუგდიდში გადმოსულ მოქალაქეებს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ".
"ხვალ მობრძანდება საქართველოში საკუთარ დაბადების დღეზე საგუალაოდ. ცხადია, შემოუშვებენ და გულაობის ექსკლუზიურ უფლებასაც მიანიჭებენ. გალიდან პენსიონერი რომ გადმოვიდეს პენსიის ასაღებად, 5 დღე კარანტინში აგდებენ და პოზნერი გულაობს საქართველოში.ამ სიტყვების მთქმელი სახელმწიფომ არ უნდა შემოუშვას საზღვარზე, თუ თავმოყვარეობა გაგვაჩნია", - წერს ელენე ხოშტარია.


