Accentnews.ge
დღეიდან გერმანიაში შესვლის წესი შეიცვალა

დღეიდან გერმანიაში შესვლის წესი შეიცვალა

30/03/2021 11:08:40 მსოფლიო

გერმანიაში შესვლის წესი შეიცვალა. კერძოდ, დღეიდან ქვეყანაში მხოლოდ ის პირები შევლენ, რომლებიც კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხს წარმოადგენენ.

პირმა, რომელიც გეგმავს გერმანიაში გამგზავრებას, უნდა წარმოადგინოს ბოლო 72 საათში გაკეთებული ტესტის უარყოფითი პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეს თვითმფრინავის ბორტზე ასვლის უფლებას არ მისცემენ.

აღნიშნული რეგულაცია ძალაში 2021 წლის 12 მაისამდეა. იგი ეხება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს.

შეგახსენებთ, რომ ბერნილი დღემდე კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის პასუხს მხოლოდ იმ ქვეყნის მოქალაქეებს სთხოვდა, რომლებიც მას უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ ჰყავდა.

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში გერმანიაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად იზრდება.

გერმანიის ჯანდაცვის სისტემის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პანდემიის მესამე ტალღა სავარაუდოდ, წინა ორზე უარესი იქნება. მათივე პროგნოზით, თუ ქვეყანაში ინფიცირების ზრდის სადღესიოდ არსებული ტემპი გაგრძელდა, გერმანიის ჯანდაცვის სისტემა გადატვირთვის რისკის წინაშე სავარაუდოდ, უკვე აპრილში აღმოჩნდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S