Accentnews.ge
მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა

მეუფე სტეფანემ დედა სოსანა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა

30/03/2021 06:03:35 საზოგადოება

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანა მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობიდან გადააყენა და ზიარების უფლება ჩამოართვა. როგორც ირკვევა, გადაწყვეტილების შესახებ დედა სოსანამ მიტროპოლიტის მიერ მოწვეულ სხდომაზე შეიტყო. სხდომის ამსახველი ვიდეომასალა ჭყონდიდის ეპარქიამ გაავრცელა.

ეპარქიამ დედა სოსანას გათავისუფლების მიზეზად სატელევიზიო სივრცეში გავრცელებული არაზუსტი ინფორმაცია დაასახელა. დედა სოსანა უარყოფს განყენებული მიტროპოლიტის პეტრე ცაავას ​მისამართით გაკეთებულ ბრალდებას, რომ მას გერმანიაში შვილი ჰყავს.

ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება რამდენიმე თვეა, დაძაბულია: პეტრე ცაავას ჭყონდიდის მიტროპოლიტობიდან განაყენების შემდეგ საპატრიარქომ ეპარქიის მმართველად ჯერ გრიგოლ კაცია დანიშნა, შემდეგ კი - სტეფანე კალაიჯიშვილი.

მრევლის ნაწილი მათ ეწინააღმდეგება და ეპისკოპოსი პეტრეს მიერ გაკეთებული განცხადებების ნამდვილობის და მისი სიმართლის დადასტურებას ითხოვს.

2021 წლის მარტის დასაწყისში მიტროპოლიტმა სტეფანემ პეტრე ცაავასთან დაახლოებულ 2 დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიას და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეურჩერა.

მოგვიანებით, მღვდელმსახურებაშეჩერებულ დიაკვნებთან სალაპარაკოდ ჩასულ ჭყონდიდის მეუფეს ტერიტორიის დატოვება პოლიციის დახმარებით მოუწია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S