Accentnews.ge
მღვდელმსახურებაშეჩერებულ დიაკვნებთან სალაპარაკოდ ჩასულ ჭყონდიდის მეუფეს ტერიტორიის დატოვება პოლიციის დახმარებით მოუწია

მღვდელმსახურებაშეჩერებულ დიაკვნებთან სალაპარაკოდ ჩასულ ჭყონდიდის მეუფეს ტერიტორიის დატოვება პოლიციის დახმარებით მოუწია

24/03/2021 13:13:22 საზოგადოება

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. ბალდის მონასტერში მყოფ მღვდელმსახურებაშეჩერებულ დიაკვნებთან სალაპარაკოდ ჩასულ მეუფე სტეფანეს ტერიტორიის დატოვება პოლიციის დახმარებით მოუწია.

როგორც "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, მონასტერში მისულ მეუფეს დიაკვნებმა "ცრუ მეუფე" უწოდეს. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას. აღნიშნულის შემდეგ მეუფემ მის თანმხლებ პირებთან ერთად მონასტრის ტერიტორია დატოვა.

"ტვ პირველის" ცნობით, დაპირისპირება იყო კელიაშიც, სადაც ერთ–ერთი სასულიერო პირი მეუფეს ასე მიმართავს:

"შენ არ დაგიმტკიცებია მეუფე პეტრეზე შვილი რომ ჰყავს, მერე ნახავ რას ვიზამ მე".

დიაკვნები ამ დროისთვის მონასტერში რჩებიან და ისინი მღვდელმთავრის განჩინების დამორჩილებას არ აპირებენ.

8 მარტს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ორ დიაკონს – კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა, ხოლო დიაკონ ანანია კალანდიას "ბოლო გაფრთხილება" მისცა.

როგორც ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებაშია ნათქვამი, მღვდელმთავრის მოწოდებაზე მასთან ერთად სამღვდელმთავრო მსახურებაში მონაწილეობის თაობაზე, დიაკვნებმა კონსტანტინე გაბისონიამ და პეტრე ღუდუშაურმა თავიანთი პირდაპირი მოვალეობის აღსრულება და ჭყონდიდის მიტროპოლიტთან თანამსახურება არ ინებეს.

მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი ჭყონდიდის ეპარქიას რამდენიმე თვეა ხელმძღვანელობს. მან ეპისკოპოსი გრიგოლი კაცია შეცვალა, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიას მიტროპოლიტ პეტრე ცაავას გადაყენების შემდეგ ხელმძღვანელობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S