Accentnews.ge
„ბატონი კენტი ცდება: მელიას სურვილიც რომ ჰქონდეს, გირაოს ვეღარ გადაიხდის“

„ბატონი კენტი ცდება: მელიას სურვილიც რომ ჰქონდეს, გირაოს ვეღარ გადაიხდის“

26/03/2021 14:52:16 ციტატა

„ნიკა მელია უსამართლო გირაოს გადახდას არ აპირებს, მაგრამ ხელისუფლება სპეკულირებს, ატყუებს საზოგადოებას, ცდილობს მოატყუოს ევროკავშირის წარმომადგენლები, ბატონი კენტიც [სენატორი – რედ.]. ბატონი კენტიც და სხვაც, ვინც მელიას მიერ გირაოს გადახდით პრობლემის მოგვარებაზე ლაპარაკობს, უბრალოდ ცდება, იმიტომ, რომ ნიკა მელიას დღეს სურვილიც რომ ჰქონდეს, გირაოს ვეღარ გადაიხდის: სასამართლოს განჩინება, რომლითაც მას გირაო ჰქონდა დაკისრებული, გაუქმებულია მას შემდეგ, რაც მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და დღეს ხელისუფლება უბრალოდ იტყუება. ხელისუფლებას თუ უნდა, რომ კვლავ აიძულოს ნიკა მელია, გადაიხადოს გირაო, საინტერესო რაღაც უნდა გააკეთოს: უნდა გამოუშვას და ხელახლა დააკისროს გირაო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელია გირაოს ვერ გადაიხდის, არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საშუალებითაც მას ამის გადახდა შეუძლია“.

განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S