
ჯოჯრ კენტი: "მელიამ დაარღვია მისი პირობით გათავისუფლების პირობა და მოიხსნა სამაჯური - კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცეს ყველა ლიდერმა"
24/03/2021 04:59:12 პოლიტიკა
ბატონმა მელიამ დაარღვია მისი პირობით გათავისუფლების პირობა და მოიხსნა სამაჯური - კანონის უზენაესობას პატივი უნდა სცეს ყველა ლიდერმა ,- ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ, ჯორჯ კენტმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, არავინ არ არის უდანაშაულო ამ სიტუაციაში, მაგრამ მთავარია რომ ჩვენ საერთო ინტერესი გამოვძებნოთ და გამოვიდეთ ჩიხიდან.