ერთ დღეში ლარი დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გაუფასურდა
26/03/2021 13:04:12 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთ დღეში ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 3 თეთრით გაუფასურდა.
სებ–ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 27 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.3718 ლარი ეღირება, ევრო –3.9733 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.6457 ლარი.
დღეს ერთი ამერიკული დოლარი 3.3473 ლარი ღირდა, ევრო – 3.9545 ლარი, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.5955 ლარი.
იხილეთ ასევე: ლარის დრამატული პროგნოზი


