Accentnews.ge
„ასტრაზენეკა“: "პრეპარატმა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-იანი, მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა"

„ასტრაზენეკა“: "პრეპარატმა სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-იანი, მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა"

25/03/2021 07:10:21 მსოფლიო

კომპანია „ასტრაზენეკას“ განცხადებით, მის მიერ ოქსფორდის უნივერსიტეტთან ერთად შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

"22 მარტს ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს "ასტრაზენეკას" ვაქცინის კვლევის შედეგები, რომელიც დღემდე ჩატარებული ყველაზე სრულყოფილი და მასშტაბური კვლევაა. ამერიკული კვლევის შედეგების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ "ასტრაზენეკას" ვაქცინამ სიმპტომური დაავადების წინააღმდეგ 76%-იანი, მძიმე დაავადების მიმართ კი 100%-იანი ეფექტურობა აჩვენა. გარდა ამისა, ვაქცინამ 65 წლისა და ზემოთ ასაკის სიმპტომურ პაციენტებში 85%-იანი ეფექტურობა აჩვენა. დადასტურდა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ძალზე ეფექტურია ზრდასრულებში, მათ შორის, 65 წლისა და ზემოთ ასაკის პირებში", – აცხადებენ კომპანიაში.

ცნობისთვის: საქართველოს პირველი აცრები "ასტრაზენეკას" ვაქცინით 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. დღეს ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინაც შემოვიდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S