"დღეს ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი, ვიდრე არ დადგინდება მიზეზ–შედეგობრივი კავშირი"
18/03/2021 14:05:37 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეიკრიბება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს იმაზე, როგორ გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი ქვეყანაში.
ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით, ვიდრე არ დადგინდება მიზეზ–შედეგობრივი კავშირი
"დღეს ჯანდაცვის სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი. ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე, როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ქვეყანაში - "ასტაზენეკაზე" მაქვს საუბარი. სტანდარტულად, როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების საფუძველზე, თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია, და ეს შემთხვევა ასეთია, ამ შემთხვევაში ვიდრე არ მოხდება შემთხვევის შესწავლა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით, ვიდრე არ დადგინდება მიზეზ–შედეგობრივი კავშირი", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


