"ვინც თავს იკავებს აცრისგან, დარტყმას არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკასაც აყენებს"
16/03/2021 09:02:25 საზოგადოება
"ვინც თავს იკავებს აცრისგან, დარტყმას აყენებს ეკონომიკას, არა მარტო ჯანმრთელობას", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
"იმედი მაქვს, მოსახლეობის უმეტესობა არ წამოეგება ამ ანტივაქსერულ პროვოკაციას და არ დააყენებს საფრთხის ქვეშ საკუთარ ჯანმრთელობას. დღეს ვაქცინაზე უარის თქმა. მინდა, ვუთხრა მოსახლეობას, ვინც თავს იკავებს ვაქცინის გაკეთებისგან, ის დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკას, არა მარტო ჯანმრთელობას", – განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის: 15 მარტიდან საქართველოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყო. 13 მარტს საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმის საშუალებით „ასტრაზენეკას“ (AstraZeneca/Oxford) ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო. საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში ვაქცინის დამატებითი პარტია შემოვა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, COVID-19-ის ვაქცინაციაზე 4202 მედპერსონალია რეგისტრირებული, ხოლო აცრილია მხოლოდ 668 ექიმი.
იხილეთ ასევე: ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება არ შეაჩერონ


