Accentnews.ge
იტალიის მედიკამენტების სააგენტო ქვეყნის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერებას „პოლიტიკურ გადაწყვეტილებად“ აფასებს

იტალიის მედიკამენტების სააგენტო ქვეყნის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერებას „პოლიტიკურ გადაწყვეტილებად“ აფასებს

16/03/2021 08:48:31 მსოფლიო

იტალიის მედიკამენტების სააგენტო (AIFA)ქვეყნის მიერ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების შეჩერებას „პოლიტიკურ გადაწყვეტილებად“ აფასებს.

„ჩვენ შეჩერებამდე მივედით, რადგან რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ და საფრანგეთმა, გადაწყვიტეს ვაქცინაციის შეჩერება შემოწმების ჩასატარებლად. ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურია", – განაცხადა AIFA–ს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლა მაგრინიმ „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში.

მაგრინის თქმით, „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა, ხოლო აცრის სარგებლისა და რისკის თანაფარდობა ზოგადად, დადებითია.

"იტალიის მედიკამენტების მარეგულირებელ სააგენტოს რამდენიმე დღე დასჭირდება ყველა საჭირო მონაცემის შესაგროვებლად და როგორც კი ეჭვები გაქარწყლდება, ვაქცინაცია უფრო სწრაფი ტემპით გაგრძელდება", – დასძინა მან.

იხილეთ ასევე: ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება არ შეაჩერონ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S